![მინდა რაც შეიძლება მეტი და განახლებული სპექტაკლი შევთავაზო მაყურებელს |რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი ფოთის თეატრის გეგმებზე 1 საბა ასლამაზაშვილი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/საბა-ასლამაზაშვილი-1024x557.jpg)
საბა ასლამაზაშვილი ნიჭიერი ქართველი რეჟისორია და სათეატრო სივრცეში გამოჩენის დღიდან ვფიქრობ, აქტუალურობას არ კარგავს და თეატრალურ საზოგადოებაში საინტერესო, ნიჭიერ და წარმატებულ რეჟისორად ითვლება.
2018 წლიდან დღემდე, მისი რეჟისორობით, თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში, არაერთი სპექტაკლი დაიდგა. მათ შორისაა: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ილიაუნის თეატრი), დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი), „მოჩვენებები” (თავისუფალ თეატრში) და სხვა.
რეჟისორი არაერთი ნომინაციის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია.
![მინდა რაც შეიძლება მეტი და განახლებული სპექტაკლი შევთავაზო მაყურებელს |რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი ფოთის თეატრის გეგმებზე 2 aslamazishvili w h](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/aslamazishvili_w_h.jpeg)
საბა ასლამაზაშვილი 2023 წლის, ივლისიდან ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატრო ხელმძღვანელია, მან ფოთის თეატრში მოკლე დროში მოახერხა და ფოთის თეატრში ორი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს, “ქარიშხალი” და “ყვარყვარე” ასე ქვია სპექტაკლებს, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
როგორია ფოთის თეატრის სამომავლო გეგმები, რას გეგმავს რეჟისორი და ახლა უკვე სამხატრო ხელმძღვანელი ფოთის თეატრში და ფოთის თეატრს გარეთ …
ინტერვიუ საბა ასლამაზაშვილთან
სალამი საბა, პირველ რიგში, რომ მოგვიყვეთ ფოთის თეატრის სამომავლო გეგმების შესახებ …
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ფოთის თეატრში ხდება არის ის, რომ გვაქვს საგასტროლო ტურნე საქართველოს მაშტაბით. 12 თებერვალს “ჯაყოს ხიზნები” ვითამაშეთ, თავისუფალი თეატრის სცენაზე. 28 თებერვალს გავემგზავრებით ქუთაისში სპექტაკლით “ყვარყვარე” და 2 მარტს დავასრულებთ ბათუმში, სპექტაკლით “ქარიშხალი”
![მინდა რაც შეიძლება მეტი და განახლებული სპექტაკლი შევთავაზო მაყურებელს |რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი ფოთის თეატრის გეგმებზე 3 image 28](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-28.png)
![მინდა რაც შეიძლება მეტი და განახლებული სპექტაკლი შევთავაზო მაყურებელს |რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი ფოთის თეატრის გეგმებზე 4 image 27](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-27-1024x683.png)
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გასვლები, რადგან საჭიროა, რომ ჩვენი დასი გაიცნოს ფართო საზოგადოებამ. რაც შეეხება ადგილზე, ახლა მიმდინარეობს მზადება, რეჟისორი ირაკლი გურგენიძე მუშაობს ახალ სპექტაკლზე “გაუმარჯოს ბუშონს” ფრანგული პიესა, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და აბსტრაქტული პიესაა. ამ მხრივ გვინდა გავამდიდროთ ჩვენი რეპერტუარი და საინტერესო, შავი იუმორით გაჟღენთილი სპექტაკლი შევთავაზოთ მაყურებელს.
თუ იგეგმება გასვლა ქვეყნის გარეთ და როდის …
კი რა თქმა უნდა ჩვენ ვგეგმავთ გასტროლებს სხვადასხვა ქვეყანაში … ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოგეხსენებათ სპექტაკლი “ქარიშხალი” მოხვდა 5 საუკეთესო სპექტაკლს შორის, ჩინურმა დელეგაციამ აირჩია ეს სპექტაკლი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წლის ბოლოს ან მომავალ წელს გავმართოთ გასტროლი.
საერთაშორისო გასტროლი საკმაოდ, დროში გაწელილი პროცესია და ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული. რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ შემოთავაზებები ნამდვილად არის და იმედია მალევე გავმართავთ. რაც შეეხება უახლოეს წარსულს ჩვენ აგვისტოში ლევილში ვითამაშეთ “ფიროსმანი”, ასევე ჰოლანდიაში თეატრალურ ფესტივალზე და ამ სპექტაკლმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
![მინდა რაც შეიძლება მეტი და განახლებული სპექტაკლი შევთავაზო მაყურებელს |რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი ფოთის თეატრის გეგმებზე 5 image 26](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-26.png)
თუ იგეგმება ძველი სპექტაკლების აღდგენა და დაბრუნება რეპერტუარში
ძველი სპექტაკლებიდან “ხრამუნა” დღემდე ფოთის თეატრის რეპერტუარშია და დიდი მოწონებით სარგებლობს. ასევე, როდესაც მე ჩავედი თეატრში აღვადგინეთ სპექტაკლი “მარინა რევია” ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი. ასევე აღდგა “სასტუმროს ბარში” ეს არის 2018 წლის სპექტაკლში, რომელშიც ქალბატონმა ნიარა ჭიჭინაძემ აიღო ჯილდო საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. ეს 3 სპექტაკლია ძველი რეპერტუარიდან რომელიც შემოგვრჩა, ნუ მე მაინც ძალიან მინდა, რომ სანამ ფოთის თეატრში ვარ ახალი სპექტაკლებით გავანებივროთ ჩვენი მაყურებელი.
ამ ქალაქს {ფოთს}, ჩემი აზრით აქვს ძალიან დიდი რესურსი თეატრის მხრივ. მე მინდოდა სპექტაკლი “ქარიშხლის” პრემიერა, გაგვემართა ზღვაზე, თუმცა სტიქიურმა პროცესებმა ხელი შეგვიშალა და გადმოვიტანეთ შენობაში. მაგრამ, ზაფხულში სეზონის ბოლოს ჩვენებას უკვე გავმართავთ ზღვაზე და ამ ოცნებასაც ავისრულებ…
ფოთის თეატრი ყოველ წელს მასპინძლობს “რეგიონალური თეატრების ფესტივალს”, წელსაც თუ იგეგმება…
დიახ, ფოთის თეატრი ყოველწლიურად მასპინძლობს “რეგიონალური თეატრების ფესტივალს”, წელსაც ვუმასპინძლებთ, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფესტივალის დამფუძნებელ, ნინელი ჭანკვეტაძესთან. წელს თან არის ფესტივალის 10 წლის იუბილე და მიხარია, რომ ამ ფესტივალმა სათავე აიღო ფოთში და ჩვენი თეატრია მასპინძელი. ჯერ-ჯერობით დაზუსტებით რაც ვიცით ის არის, რომ ფესტივალი 1-ელ აგვისტოს, ზღვაზე სპექტაკლი “ქარიშხლით” დაიხურება.
ფოთის თეატრს გარეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები …
აქტიურად ვთანამშრომლობ “თავისუფალ თეატრთან” . აქ დავდგით “მოჩვენებები” 2020 წელს და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი და საეტაპო დადგმა იყო, იმ მოცემულობაში. დღეს, ახლაც მიმდინარეობს რეპეტიციები ახალი სპექტაკლის “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის” ედუარდ ოლდის პიესა, საკმაოდ დიდი ხანია არ დადგმულა საქართველოში და ძაან საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა, პრემიერა იგეგმება 20-21 მარტს, ერთ თვეში და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს მეორე სპექტაკლი იქნება ჩემს მიერ განხორციელებული თავისუფალ თეატრში.
სხვა თეატრებს რაც შეეხება ვთანამშრომლობ ათონელის თეატრთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაქვს სპექტაკლი დადგმული. ასევე ილიაუნის თეატრთან და გარდა ამისა, მე ვარ დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის “ხვლიკის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ყველაზე ცნობილი დადგმა გვაქვს “დონ ჟუანი ცირკში”, რომლის კონცეფციაც არის ის, რომ დავდივართ იქ სადაც პიესაში მოქმედებები ხდება. ჩვენ გავიხსენით 2020 წელს და სპექტაკლი “ბიოციდი” ვითამაშეთ კლუბში, შემდეგი სპექტაკლი სასაფლაოზე და ბოლოს ყველაზე მაშტაბური პროექტი ვითამაშეთ ცირკში.
და კიდევ არის სხვა სიახლეები რასაც, მერე და მერე გაგიზიარებთ.
საბა ასლამაზაშვილი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ