!["თეატრი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნებაც ავისრულე" - მზია ტალიაშვილი 1 მზია ტალიაშვილი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/მზია-ტალიაშვილი-1024x557.jpg)
„მზია ტალიაშვილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, მემიოლინედი ადამიანი – თეატრი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნებაც ავისრულე” – ამბობს ჩვენთან საუბარში ახმეტელის თეატრის მსახიობი მზია ტალიაშვილი.
მზია ტალიაშვილი, ახმეტელის თეატრის სცენაზე გახსნის დღიდან დგას. მას შემდეგ მას თეატრში არაერთი როლი განუსახიერებია და მისი სურვილია კიდევ, ბევრი დრო გაატაროს თეატრის სცენაზე
ინტერვიუ მზია ტალიაშვილთან
ვინ არის მზია ტალიაშვილი და როგორ მოხდა ის ახმეტელის თეატრის სცენაზე?
მზია ტალიაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი, მემიოლინედ ადამიანებს შორის – თეატრში ძალიან ჩვეულებრივად მოვხვდი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახმეტელის თეატრის სცენაზე ვდგავარ. თეატრი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნება ავისრულე
პროფესიას თავიდან, რომ ირჩევდეთ ისევ თეატრს აირჩევდით?
ალბათ კი, რომ გადავხედო ჩემს განვლილ ცხოვრებას თეატრში – ისევ ამ გზას გავივლიდი, ერთადერთი რაც სხვა შეიძლებოდა და გული მწყდება ის არის, რომ ხატვა არ შემიძლია. ძალიან მინდა, რომ შემეძლოს და ალბათ, მაშინ აუცილებლად მხატვარი გამოვიდოდი
როლი რომელზეც მუშაობა გაგიჭირდათ?
ჩაპეკის ”დედა”, ძალიან რთული იყო შესასრულებლად – ამიტომ გამიჭირდა. ეს სპექტაკლი ძალიან იშვიათად იდგმევა სცენაზე, პირველი სადაც ეს სპექტაკლი დაიდგა იყო მარჯანიშვილის თეატრი სადაც ამ როლს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა. მეორეჯერ თუ სწორად მახსოვს კინომსახიობთა თეატრში და მესამე ჩვენ ვიყავით.
ძალიან რთული როლი იყო, დედა ელაპარაკებოდა მკვდარ შვილებს, მკვდარ მეუღლეს და რთული იყო ამ ყველაფრის გათავისება, საბოლოო ჯამში ვფიქრობ სპექტაკლი წარმატებული გამოვიდა და დიდი სიხარულიც მომიტანა ამ სპექტაკლმა
დღევანდელი მაყურებელი, როგორ შეაფასებთ მათ?
ძალიან კარგი მაყურებელი ყავს დღეს თეატრს, განსაკუთრებით კი მიხარია, რომ თეატრში დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის.
როგორი იყო მზია ტალიაშვილი პანდემიის დროს, თეატრის გარეშე
ძალიან რთული იყო, როცა ასე ხარ შეჩვეული თეატრს, რეპეტიციებს – ძალიან გაგვიჭირდა და გვინდოდა დაბრუნება თეატრში, როცა დავბრუნდით ეს ჩვეულებრივი ზეიმი იყო
როგორია მზია თეატრს გარეთ?
მზია თეატრს გარეთ არის ჩვეულებრივი დიასახლისი, ძალიან ბევრ დროს ვატარებ შვილებთან და შვილიშვილებთან, მეგობრებთან ერთადაც …
მზია ტალიაშვილი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ