![ფოთის თეატრმა თავისუფალ თეატრში „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინა 1 image 24](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-24-1024x648.png)
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სამ დიდ ქალაქში გასტროლებს მართავს. პირველი სპექტაკლი – „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა, მაყურებელმა თავისუფალ თეატრში ნახა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გენადი შონია, ანი ანდღულაძე, გია სურმავა, რამინ კილასონია, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუგა დვალიშვილი. მხატვარია ანანო დოლიძე, ქორეოგრაფი – ირინა კუპრავა.
XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები – მიხეილ ჯავახიშვილის ეს ცნობილი რომანი, არც დღეს კარგავს აქტუალურობას და ახლებური ინტერპრეტაციით ცოცხლდება თეატრის სცენაზე. ეს ერთი კაცისა და ქვეყნის ამბავია. მაშინ, როდესაც მტერს არ სძინავს და უხსოვარი დროიდან ცდილობს, სათარეშო შარაგზად აქციოს ქართული მიწა, თეიმურაზ ხევისთავი თვლემს, თვალს იბრმავებს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამბობს. ხევისთავთა საგვარეულო მამული მოძალადეთა საკუთრებად ქცეულა, გამკითხავი კი არ ჩანს.
![ფოთის თეატრმა თავისუფალ თეატრში „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინა 2 image 21](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-21-1024x594.png)
![ფოთის თეატრმა თავისუფალ თეატრში „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინა 3 image 22](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-22-1024x645.png)
![ფოთის თეატრმა თავისუფალ თეატრში „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინა 4 image 23](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-23-1024x643.png)
![ფოთის თეატრმა თავისუფალ თეატრში „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინა 5 image 24](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-24-1024x648.png)
სპექტაკლი მაყურებელს უმოქმედობის სახიფათო შედეგებსა და პატარა ქვეყნის მძიმე ხვედრზე მოუთხრობს.
ფოთის თეატრის საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 28 თებერვალს ქუთაისის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „ყვარვარე“, ხოლო 2 მარტს ბათუმის დრამატულ თეატრში მაყურებელი ნახავს ასევე საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლს – „ქარიშხალი“.