![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 1 tuta okropiridze](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/tuta-okropiridze.webp)
„18 წლის ვიყავი როდესაც შვილი შემეძინა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება, დასრულების შემდეგ ჩუმად დრამის ფაკულტეტზე ჩავაბარე – ეს ჩემს ცხოვრებაში ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ – ამბობს თუთა ოქროპირიძე
როგორ დაიბადა სპექტაკლ „მე გადმოვცურავ ზღვაში“ პერსონაჟი ინგა? როგორია თუთა ოქროპირიძის გეგმები, მიზნები? რაზე ოცნებობს მსახიობი და რომელია მისი საოცნებო როლი – ამის შესახებ ყველაფერს ჩვენი მომზადებული ინტერვიუდან გაიგებთ
ინტერვიუ თუთა ოქროპირიძესთან
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 2 თუთა 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/თუთა-1-1024x557.jpg)
რატომ დაინტერესტდით თეატრით, რატომ მსახიობობა და არა რაიმე სხვა?
დავამთავრე 51 საავტორო სკოლა, რომელიც ფილარმონიის გადასწვრივ მდებარეობს. ხშირად დავდიოდი ფეხით სახლამდე და ყველა ჯერზე თეატრალური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ვჩერდებოდი 2-3 წუთით, თვალს ვადევნებდი სტუდენტებს, რომლებსაც განსაკუთრებულ ადამიანებად აღვიქვამდი. ვოცნებობდი ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი თუმცა წარმოუდგენლად მიმაჩნდა მათ რიგებში აღმოჩენა. სკოლის პერიოდში აურაცხელ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი, ძირითადად ძალდატანებით, კითხვის დროს საქმეს მიმსუბუქებდა პერსონაჟების წარმოდგენა და მათთან გაიგივება. ჩემს წარმოსახვით სამყაროში სხვადასხვა გმირები ჩნდებოდნენ და თითქოს არტისტობასთან ჩემი გზა მყარდებოდა.
არ მყავდა ჩემი ოცნების მხარდამჭერები, რატომღაც ჟურნალისტობას მიწინასწარმეტყველებდნენ.. 18 წლის ვიყავი, როდესაც შვილი შემეძინა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება. დასრულების შემდეგ ჩუმად ჩავაბარე დრამის ფაკულტეტზე და ამგვარად დღეს დარწმუნებით ვიცი, ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.
პირველი სპექტაკლი რომელშიც ითამაშეთ, როგორი იყო პირველი ემოციები?
პირველი როლი, ნაწყვეტში “ ირინეს ბედნიერება “ ირინე ვითამაშე. მას მერე თითქმის 10 წელი გავიდა და დღემდე მომყვება ის საოცარი შეგრძნება რომელიც ამ პერსონაჟმა მომცა, ეს ნამდვილი ჯადოსნობა იყო.
თეატრს გარეთ, როგორია თუთა? თქვენი ჰობი/ინტერესები?
ძალიან ვცდილობ ვიყო ჩემი შვილის აღმზრდელი და მეგობარი, ყველაზე სასიამოვნო და გამოწვევებით სავსე დედობა აღმოჩნდა. სოციალურად აქტიური ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ბუნებასთან ახლოს ყოფნა. ვთვლი, რომ სიყვარული და სიკეთე ყველაფრის მამოძრავებელია და ვცდილობ ის გავცე რისი მიღებაც მე თვითონ მავსებს. ვარ გატაცებული სპორტული აქტივობებით და ხშირად ვამბობ რომ ბავშვობის სურვილებს ვისრულებ. მიყვარს ფეხით სიარული, ლაშქრობა, სრიალი, ცურვა, გამიტაცა კედელზე ცოცვამ და წელს მწვერვალ ლაილაზე ასვლას ვგეგმავ.
საოცნებო როლი?
ჟან ანუი “ ევრიდიკე “ – ევრიდიკე
„მე გადმოვცურავ ზღვა“ ამ სპექტაკლში თქვენი შესრულება გამორჩეულია – მეტი მოგვიყევით ამ როლზე?
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 3 თუთ 6](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/თუთ-6-1024x557.jpg)
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 4 თუთა 3](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/თუთა-3-1024x557.jpg)
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 5 თუთა 4](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/თუთა-4-1024x557.jpg)
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 6 თუთა 5](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/თუთა-5-1024x557.jpg)
ინგა მუშაობის პროცესში დაიბადა. დრამატურგს პიესაში ასეთი პერსონაჟი არ ჰყავს. როდესაც ზღვის რეპეტიციებს შევუერთდი, სამუშაო პროცესი სამაგიდო რეპეტიციებიდან სცენაზე ერთი დღის გადასული იყო. ბატონ კოტე ფურცელაძეს ქორეოგრაფიულ სცენებში გოგო მსახიობი ჭირდებოდა, მისვლის პირველ დღეს ბატონ დავით დოიაშვილისგან მივიღე ამოცანა გაგიჟებით მყვარებოდა ოთარ ლორთქიფანიძის პერსონაჟი – ლაშა. ბატონი დავითისგან სრული თავისუფლება მქონდა, რამაც პერსონაჟს თანდათანობით ისტორია მოუტანა, რომელიც სამწუხაროდ იმ წლების ახალგაზრდა ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს აერთიანებს. მათ შორის დედაჩემს, რომელმაც მეუღლე ( მამაჩემი ) აფხაზეთის ომში დაკარგა. ამ როლზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურად რთული პროცესი აღმოჩნდა, ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით რაც ასეთი დელიკატური და მძიმე თემის გარშემო არსებობს. ყველაზე დასამახსოვრებელი პრემიერის პირველი დღის შემდეგ გეგა კობახიძის დედასთან, ქალბატონ ნათელა მაჭავარიანთან ( რომელიც პროფესიით მსახიობია ) შეხვედრა იყო. ქალბატონი ნათელას დამსახურებით განმტკიცდა ინგას პერსონაჟი ჩემთვის.
რა არის თეატრი თქვენთვის?
ყველაფერი, ყველა – ფერი ის რაზეც მიოცნებია. არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს!
თეატრს გარდა მონაწილეობას იღებდით რამდენიმე სერიალში, არის სიახლეები ამ მხრივ?
სერიალ “ბოლო სეზონი” მეორე სეზონის გადაღებები ივნისში იგეგმება და სავარაუდოდ ეკრანებზე საშემოდგომოდ ვიხილავთ.
![თეატრი არის, ყველაფერი, ყველა - ფერი ის რაზეც მიოცნებია - არაფერი მეორდება, ამაზე შესანიშნავი რა უნდა იყოს! - თუთა ოქროპირიძე 7 ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: -2-1024x557.jpg](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image.jpeg)
როგორ შეაფასებდით მაყურებელს? და რა რჩევას მისცემდით მათ?
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრების აჩქარებული ტემპისა და სხვადასხვა ცდუნებების მიუხედავად მაინც ახერხებს სპექტაკლზე მოსვლას და ერთგულად დგას ქართული თეატრის გვერდით. გთხოვთ, არ გამოიყენოთ flashlight (მობილურის სანათი) სპექტაკლის მსვლელობის დროს
ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სიახლეები – გნახავთ თუ არა უახლოეს მომავალში სხვა სპექტაკლებში
აპრილი მაისის თვეებში ორი ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება, ორ სხვადასხვა არაჩვეულებრივ რეჟისორთან. დეტალებს აფიშებზე დაველოდოთ