![ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე დგომის, მე ბედნიერებას მანიჭებს - გიორგი ტორიაშვილი 1 გიორგი ტორიაშვილი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/გიორგი-ტორიაშვილი-1024x557.jpg)
ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე დგომის, მე ბედნიერებას მანიჭებს – ამბობს kulisebi.ge-სთან მსახიობი და ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი.
გიორგი ტორიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრს (შემდეგში “ახალ თეატრს) 2011 წლიდან შეუერთდა. როგორც მსახიობი მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში:
თურქი – ზ. ანტონოვი ,,შეყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ქორო – სოფოკლე ,,ოიდიპოს მეფე“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
გერმანელი ნაცისტი – „მუსიკის ჰანგები“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
უშიშროების თანამშრომელი – ბ.ჯანიკაშვილი „მე გადმოვცურავ ზღვას“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მონაწილე – ბ.ჯანიკაშვილი “დაკარგულის ძიებაში” – რეჟ: ვლად ტროიცკი
საოცნებო როლიც ბევრი აქვს, თუმცა მისი თქმით ჯერ კიდევ რამდენიმე ოცნება ვერ აისრულა და ოცნება ოცნებად დარჩა. როგორია მისი სამომავლო გეგმები, რას აპირებს და რა სიახლეებს გეგმავს. ამ ყველაფერს Kulisebi.ge-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ გიორგი ტორიაშვილთან
![ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე დგომის, მე ბედნიერებას მანიჭებს - გიორგი ტორიაშვილი 2 image 9](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-9-1024x682.png)
რატომ თეატრი და მსახიობობა?
რატომ თეატრი და მსახიობობა? მოგეხსენებათ 90-იანებში რა ხდებოდა, მეც ამ დროს ვიყავი აყოლილი, სკოლაში გაკვეთილებიც კი არ გვიტარდებოდა და მთელ დროს ქუჩაში ვატარებდით. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც არვიცი რა დაინახა ჩემში მაგრამ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. დამირეკა და მითხრა, რომ რამე ლექსი მესწავლა რადგან ხვალ ერთ ადგილას უნდა წავეყვანე, მისი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო და არც მიკითხავს არაფერი. ეს ადგილი აღმოჩნდა სკოლა-სტუდია ბერიკები. აი სწორედ ბერიკებში მივხვდი რომ თეატრი და მსახიობობა მინდოდა.
რომ არა მსახიობი ან ქორეოგრაფი, სხვა რა პროფესიის იქნებოდით?
არვიცი არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, იმდენად მიყვარს ის რასაც ვაკეთებ, ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე ყოფნის ძალიან ძვირფასია და ვერაფერში გავცვლი.
პროფესიას თავიდან რომ იწყებდეთ ისევ თეატრში წახვიდოდით?
რა თქმა უნდა, ისევ თეატრში წავიდოდი. იმ თეატრში სადაც კოტე ფურცელაძე და დავით დოიაშვილი იქნებოდნენ,არვიცი რამდენად ამიყვანდნენ მეორედ (იცინის), მაგრამ მე მადლობელი ვარ, რომ მათთან მომიწია მუშაობა
ახალი თეატრის, ამავდროულად სხვა თეატრების და სხვადასხვა პროექტების მსახიობი და ქორეოგრაფი ხართ? არ არის რთული ორი მხრიდან მუშაობა?
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეტრში მსახიობი, ხოლო ბელიაშვილზე თეატრში ქორეოგრაფი,ასევე სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ როგორც ქორეოგრაფი. ძალიან რთულია, მთელი დღე გაწერილი გაქვს საიდან სად უნდა მიხვიდე და რა რის შემდეგ აკეთო, გონებაც ხან იქ უნდა გადართო ხან აქ, მაგრამ ბოლოს შედეგს რომ მიიღებ – მითუმეტეს თუ მაყურებელი კმაყოფილია, მაშინ ხვდები რომ ეს ამად ღირს
სად ხედავთ თქვენს თავს 10 წლის შემდეგ? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სიმართლე რომ ვთქვა, არ მიფიქრია ამაზე და საერთოდ არასოდეს მიფიქრია იმაზე თუ რა და როგორ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი უფლის ნებაა და ღმერთმა იცის სად ვიქნები. ერთი ვიცი რომ სანამ შემიძლია და მაქვს ამის საშუალება, რომ რაღაც ვაკეთო ვეცდები მთელი გულით გავაკეთო ის და რაც მთავარია სიკეთე, სიკეთე უნდა ვაკეთოთ
როლი რომელზეც ოცნებობთ?
სტუდენტობის დროს ბევრ როლზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა (მერკუციოს) “რომეო და ჯულიეტა”-ში თამაში, ასევე დონჟუანზეც. არის რაღაც რაც მხოლოდ ოცნებად რჩება.
როლი რომელზეც მუშაობა გაგიჭირდათ ან გინანიათ?
არა ასეთი რამ არ მქონია. საბედნიეროდ ისეთ რეჟისორებთან მიწევს მუშაობა. ვისთანაც ყველაფერი მარტივია, ისე დეტალებში გიხსნის და ისეთ წვრილმანებს აქცევს ყურადღებას, რომ ყველაფერი მარტივია
![ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე დგომის, მე ბედნიერებას მანიჭებს - გიორგი ტორიაშვილი 3 image 12](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-12-1024x683.png)
როგორია გიორგი ტორიაშვილი სცენის მიღმა, ცეკვისა და თეატრის გარდა სხვა რა ინტერესები გაქვთ?
რთული კითხვაა. არვიცი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არც თუ ისე მარტივი ხასიათით. ვცდილობ სიკეთე ვაკეთო და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ვაწყენინო, არვიცი რამდენად გამომდის. ამას უფრო სხვები იტყვიან. არც თუ ისე ყურადღებიანი – ყველაზე მეტად არ მიყვარს უსამართლობა და უმადურობა.
რას ფიქრობთ, რა აკლია დღეს ქართულ თეატრს?
პროფესიონალი რეჟისორები ან უბრალოდ ნიჭიერი რეჟისორები. ალბათ არავის ეწყინება მაგრამ მგონია ამის ნაკლებობაა და თუ რატომ არ გვყავს ეს უკვე უნივერსიტეტის პრობლემაა. იქიდან იწყება ყველაფერი და მგონია სწორი ცოდნით უნდა ამთავრებდნენ. რაც შეეხება არტისტებს ბევრია, ზოგი ნიჭიერია, ზოგიც ნაკლებად ნიჭიერი მაგრამ არიან. ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლება ან რამე ამდაგვარი არ არის. ყველას შეუძლია დადგას ის რაც უნდა და როგორც უნდა ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ეს ჩვენი უცვლელი კითხვაა, რას ფიქრობთ დღევანდელ მაყურებელზე? არიან ისინი საკმარისად ობიექტურები?
მაყურებელი ყოველთვის ობიექტურია, ის ხომ იმ მომენტში რასაც გრძნობს და განიცდის იმ ემოციით იმახსოვრებს სპექტაკლს. ყველა ინდივიდუალურია და ამიტომ ზოგს მოსწონს, ზოგს არა ან ზოგს ნაკლებად. ჩემთვის ყველანაირი მათი კრიტიკა თუ მოწონება მისაღებია და მადლობელი ვარ! ბედნიერი ვარ დღევანდელი მაყურებლით, ამდენი ახალგაზრდა თინეიჯერი, რომ ესწრება სპექტაკლს რამხელა ბედნიერებაა. ტიკ-ტოკზე თუ ინსტაგრამზე რომ დებენ ამ ვიდეოებს, რომ გთაგავენ .სწორედ ამ სოც-ქსელების დამსახურებაა ეს თაობა რომ დადის თეატრში და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს.
და ბოლოს … რას ეტყოდით მაყურებლებს
წინა კითხვაში დავწერე, რომ ბედნიერი ვარ ასეთი მაყურებელი რომ გვყავს და თანაც ამდენი. ყველას ვინც თეატრში დადის ან უბრალოდ უყვარს თეატრი მადლობას ვუხდი. მადლობა რომ დღევანდელ დღეს, როცა არც თუ ისე იაფია ბილეთი, მაინც არ ზოგავთ და მოდიხართ 2-3 საათით ჩვენს სანახავად. მადლობა იმ ემოციებისთვის რასაც თქვენ გვაძლევთ და იცოდეთ რომ თქვენ ხართ მთავარი
![ყოველი წუთი რეპეტიციის თუ სცენაზე დგომის, მე ბედნიერებას მანიჭებს - გიორგი ტორიაშვილი 4 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/1-1-1024x232.jpg)