![აბო თბილელის ცხოვრება - მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება 1 WhatsApp Image 2024 04 05 at 10.34.17 AM e1712298990729](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/WhatsApp-Image-2024-04-05-at-10.34.17-AM-e1712298990729-1024x554.jpeg)
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება.
6 აპრილიდან აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველი თეატრალური ვერსია იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის იდეა ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ სიხარულიძეს ეკუთვნის.
ინტერვიუ მარიამ სიხარულიძესთან
რატომ გადაწყვიტეთ ამ სპექტაკლზე მუშაობა?
შემთხვევით აღმოვჩნდი ჩემს სკოლაში სწორედ იმ დღეს, როდესაც ჩემი პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად მუშაობდა პროექტზე „ჰაგიოგრაფიასთან დამეგობრება“. ბავშვები დიდი ინტერესით და მონდომებით იყვნენ ჩართულები. ამ ნაწარმოებზე მუშაობის ინსპირაცია სწორედ ამ დღეს მივიღე და გადავწყვიტე, რომ მის მიხედვით სპექტაკლი დამედგა
როგორია თქვენი მოლოდინები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი?
ძირითადად ველოდებით უფროსკლასელებს, დაახლოებით მერვე კლასიდან ზემოთ. ძალიან გვაინტერესებს მათი აზრი და იმედი გვაქვს, რომ გაუჩნდებათ კითხვები და დაიწყებენ ფიქრს, რადგან მათ ინტერპრეტაციის საშუალებას ვუტოვებთ, თავად გადაწყვიტონ არის თუ არა ეს თემა აქტუალური დღესაც. მაყურებელს არაფერს მივუთითებთ და ვუმტკიცებთ.
როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი?
დაახლოებით თვენახევარია რაც ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ და ხვალ უკვე პრემიერა გვაქვს. მეც და მსახიობებიც პირველივე დღიდან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მუშაობით, თუმცა, რა თქმა უნდა, ვღელავთ კიდეც. რადგან ვთვლი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვეცდებით, რომ მოზარდებს სხვაგვარად დავანახოტ ის რაც შესაძლოა არ უყვართ. ვიმედოვნებთ, რომ ისინიც ჩვენსავით და სიამოვნებით მიადევნებენ თვალყურს აბოს ისტორიას და დაინტერესტდებიან.