![თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ - ვასილ ჩიგოგიძე 1 ვასილი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/ვასილი.png)
თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ – აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის წინააღმდეგ, შემდეგ კი “პირველებთან” თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის ამ ადამიანებს.
ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ ხელს. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის მადლობა გადავუხადო.
არასოდეს მე არ მითქვამს მადლობა ფონდ “ქართუს”, მადლობა ბატონ ბიძინას, მადლობა თეა წულუკიანს. მე უკანა კარიდან არავინ არ გამიპარებია. დაცვამ გააპარა თუ ვინ, ეს ჩემი საქმე არ არის”, – ამბობს ვასილ ჩიგოგიძე.
წყარო: TVPIRVELI