![„ყვარყვარე" პოლიკარპე კაკაბაძის მიხედვით | ფოთის თეატრი 1 ყვარყვარე](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ყვარყვარე-1024x557.jpg)
ყვარყვარე – ეს არის პოლიტიკურ-სოციალური დრამა. ერთი ადამიანის დრამა , რომელიც ყვება ამბავს ადამიანზე, რომელსაც ნებსმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ მოცემულობაში შეუძლია მოერგოს ნებისმიერ ვითარებას. ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნოს გამოსავალი ისე, რომ პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი კარიერა იყოს. ყვარყვარე – ეს არის სპექტაკლი ადამიანზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ყველაზე ძლევამოსილი.
ღმერთი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, ყველა განადიდებს. რომ საბოლოოდ ღმერთის სახელით შევიდეს ისტორიაში. ეს პოლიტიკური სატირა შექმნილია, როგორც მონო სპექტაკლი, მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს მთელ სამყაროს, რომელიც ბრუნავს მის გარშემო, წარმოიდგენს ყველა პერსონაჟს მის გარშემო და ქმნის საკუთარ სამყაროს ნაცარში. ის არის შემოქმედი, ის არის ღმერთი საკუთარ აშენებულ სამყაროში.
„ყვარყვარე” ფოთის თეატრში
მასალის გადმოწერა და უნებართვოდ გავრცელება აკრძალულია