![პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გახდა 1 გიორგი გიგაშვილი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/გიორგი-გიგაშვილი.jpg)
პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი არ ვიცი,
ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით.
6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ ,,ეროიკა” ვარიაციებს.
10 ოქტომბერი – მე და Nini Nutsubidze-ს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით.
12 ოქტომბერი – მე და Nikala Zubiashvili. ,,სერიოზული მუსიკით”. ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.
15 ოქტომბერი – რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანსამბლ ,,რეზონანსთან” შევასრულებ, ვიდირიჟორებ და პრემიერა მექნება:
შნიტკეს საფორტეპიანო კონცერტის კამერულ ორკესტრთან ერთად
ყანჩელის ,,ვალს-ბოსტონის” კამერულ ორკესტრთან ერთად.
და ჩემი ნაწარმოების!!!!!! კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის.
მოკლედ, არც კი ვიცი, რამდენი მადლობა უნდა ვთქვა.” – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში