![გორის თეატრი 23-24 აპრილს მესხეთის დრამატულ თეატრს უმასპინძლებს 1 მესხეთის დრამატული თეატრი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/მესხეთის-დრამატული-თეატრი.png)
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მესხეთის თეატრის მსახიობები 23-24 აპრილს ითამაშებენ.
23 აპრილს მაყურებელი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „სტუმარ-მასპინძელს“ იხილავს, რომლის რეჟისორი, იოანე ხუციშვილია.
24 აპრილს კი მაყურებელს წარუდგენენ ალდო ნიკოლოის პიესის – „რკინის კლასის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს:„გაქცევა“.