![გაზაფხულზე ქალები ყიდულობენ კაბებს და ჩვენს ქვეყანაში ქალები ვყიდულობთ აირწინაღებს - ნანკა კალატოზიშვილი 1 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/1-1.jpeg)
“გაზაფხულზე ქალები ყიდულობენ კაბებს და ჩვენს ქვეყანაში ქალები ვყიდულობთ აირწინაღებს”, – ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებს. მსახიობის თქმით, ხელისუფლებამ ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიტყვა და რუსული კანონი არ მიიღოს.
გაზაფხულზე ქალები ყიდულობენ კაბებს და ჩვენს ქვეყანაში ქალები ვყიდულობთ აირწინაღებს. პირობა დადეს, თვითონ თქვეს უარი ამ კანონზე, ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ სიტყვა ბოლომდე დაიცვან ად თავისი პირობა შეასრულონ, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.