!["ჩიგოგიძეს არ ვეთანხმები - წინ ევროპისკენ!" - ირაკლი ურუშაძე 1 ირაკლი ურუშაძე](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/ირაკლი-ურუშაძე.png)
ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელოვანს შეუძლია, იქიდან დააფიქსიროს მისი აზრი, საიდანაც ამის საშუალება მიეცემა.
მსახიობებს შორის ირაკლი ურუშაძე პირველია, რომელსაც ვასილ ჩიგოგიძის არ შეეშინა და ღიად დააფიქსირა თავისი აზრი.
ურუშაძე გავრცელებულ პოსტში ხაზგასმით წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს და აზრი და რომ საქართველომ ევროპული მომავლისთვის უნდა იბრძლოს.
მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლოტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… წინ ევროპისკენ””, – წერს ირაკლი ურუშაძე.
წყარო: TVPIRVELI