თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 15 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის თეატრში, რუსთავის თეატრში (ერთ-ერთი დამმაარსებელი) და მარჯანიშვილის თეატრში. შესრულებული აქვს 50-მდე კინოროლი.