![ღრმად მწამს, რომ ამ ბრძოლას კიდევ არაერთხელ მოვიგებთ - გივიკო ბარათაშვილი 1 giviko baratashvili](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/giviko-baratashvili-1024x683.jpeg)
“რა თქმა უნდა, ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი და მარტივი მისახვედრია: ერთი წლის წინ მოვიგეთ ეს ბრძოლა, მთავრობამ დაიხია უკან და აღმოჩნდა, რომ გადაგვაგდო, უკვე მერამდენედ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას გვატყუებენ. მეორეც, დასავლეთი გვეუბნება, რომ ამ კანონს თუ მიიღებთ, სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ახლა აქეთ გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი თურმე რუსული კი არა, ევროპულიაო.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და თან ძალიან მარტივი: რუსეთი თუ დასავლეთი? მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა. ღრმად მწამს, რომ კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას და კიდევ არაერთხელ. მარტივია, ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს” – უთხრა მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა ტელეკომპანია პირველს.