![ქართული თეატრი რეპრესიებისთვის ემზადება - რომელი სპექტაკლები აიკრძალება 1 261463823 0 161 3069 1887 1920x0 80 0 0 7d72127f7cc9ef9d784562a01b8df420](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/261463823_0_161_3069_1887_1920x0_80_0_0_7d72127f7cc9ef9d784562a01b8df420-1024x576.jpg)
საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“ ახალ ჰომოფობიურ კანონპროექტს ამზადებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ქართულ თეატრებში სხვადასხვა სპექტაკლების ჩვენება აიკრძალება.
რას გულისხმობს კანონი
„აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.“ – კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი
კანონი კრძალავს რეკლამებში, წიგნებში, ფილმებსა და თეატრებში „არატრადიციულ ურთიერთობებზე“ ინფორმაციის გავრცელებას. „არატრადიციულში“ ქართული ოცნება ჰომოსექსუალურ ურთიერთობას გულისხმობს.
KULISEBI.GE-მ მოამზადა მიახლოებული ჩამონათვალი, თუ რომელი სპექტაკლები აიკრძალება კანონის მიღების შემთხვევაში:
- ფედრა ცეცხლის ალში – სამეფო უბნის თეატრი ( მიზეზი: ლგბტ თემატიკა)
- დემონები – სამეფო უბნის თეატრი ( მიზეზი: ლგბტ თემატიკა)
- პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ( მიზეზი: ლგბტ თემატიკა)
- თამაში – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ( მიზეზი: ლგბტ თემატიკა)
- „ოიდიპოსის მეფე” – ვასო აბაშიძის ახალი თეატრი ( მიზეზი: ინცესტი)
და კიდევ ბევრი სხვა …
kulisebi.ge ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მასალა განახლდება …