![ბრიტანეთში ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს - გალერეა 1 imedinews 38](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/imedinews-38.jpg)
ბრიტანეთში ველური ბუნების ფოტოკონკურსის British Wildlife Photography Awards გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონკურსში 14 ათასზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფი მონაწილეობდა. წლის საუკეთესო ფოტოდ რაიან სტალკერის სურათი დასახელდა – ფოტოზე წყალში მოტივტივე ბურთია აღბეჭდილი, რომელზეც წყალქვეშ მოლუსკები ბინადრობენ.
„წყალს ზემოთ ეს უბრალოდ ბურთია. მაგრამ წყლის ხაზის ქვეშ ამ არსებების მთელი კოლონიაა. ბურთი დორსეტის სანაპიროზე გამოირიყა, მას შემდეგ რაც ატლანტის ოკეანეში იმოგზაურა. ზღვაში მეტი ნაგავი ზრდის იმის რისკს, რომ ჩვენს ნაპირებამდე მეტი სხვადასხვა არსება მოაღწევს და ინვაზიურ სახეობად იქცევა“, – განაცხადა ფოტოგრაფმა.
გამარჯვებულები ასევე სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ.
მაქს ვუდი
მარკ უილიამსი
ჯეისონ მაკკომბი
დანიელ ვალვერდე ფერნანდესი
როს ჰოდინოტი
გრემ ნივენი
რობინ დოდი
იენ მეისონი
საიმონ ვიტიმენი
ფელიქს ვოკერ-ნიქსი
ჯემი სმარტი