![რა ვნახოთ უქმეებზე | 16-17 მარტის აფიშა 1 image 4](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-4-1024x340.png)
კულისებს მიღმა გირჩევთ, რა ვნახოთ შაბათ – კვირას | 16 – 17 მარტის აფიშა
„ოცნება თუ სინამდვილე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში
თუ უქმებზე ოჯახთან ერთად თეატრში წასვლას გადაწყვეტთ მაშინ ეს სპექტაკლი თქვენთვისაა „ოცნება თუ სინამდვილე“ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.
სპექტაკლში თავმოყრილია ინოლა გურგულიას შესანიშნავი და უკვდავი სიმღერები. მთავარი თემაა სიყვარული – გრძნობა, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლე თან სდევს.
წარმოდგენა აგებულია ინოლა გურგულიას სიმღერებსა და ჩანაწერებზე, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ბავშვები თეატრის სცენაზე შეასრულებენ
16 მარტს, 19 საათზე | ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ და აქ
ფედრა ცეცხლის ალში • სამეფო უბნის თეატრში ხანგძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება
![რა ვნახოთ უქმეებზე | 16-17 მარტის აფიშა 2 ფედრა](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/ფედრა-1024x415.jpg)
ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს
თეატრში მისვლამდე სპექტაკლის მიმოხილვა შეგიძლიათ წაიკითხოთ: ფედრას სიყვარულის ალმოდებული გზა
„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ახმეტელის თეატრში
![რა ვნახოთ უქმეებზე | 16-17 მარტის აფიშა 3 image 5](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-5-1024x689.png)
თუ თეატრში მისვლას შეყვარებულთან ან თუნდაც მარტო გადაწყვეტთ, ვფიქრობ შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება, რომ ესტუმროთ ახმეტელის თეატრს და იხილოთ სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“
“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესა, რომელიც თბილისელი სტუდენტების კოკასა და ნინიკოს სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს არა ერთხელ დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე, ახმეტელის თეატრში წარმოდგენილი ეს ისტორია ახალი შტრიხებითა და ძველი ნოსტალგიით იმ მოგონებებს აღვიძებს, სადაც დარაბებს მიღმა ახალი სიცოცხლე, სიახლე და გაზაფხულია..
და ბოლოს , პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვაჟა ფშაველას მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სათაგური“ განახლებული შემადგენლობით
![რა ვნახოთ უქმეებზე | 16-17 მარტის აფიშა 4 image 6](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-6-1024x341.png)
სპექტაკლი “სათაგური” მოგვითხრობს ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ისტორიას, სათაგურში გამომწყვდეული თაგვის გადარჩენისათვის თავგანწირული მეგობრების შესახებ. წარმოდგენა ამოცანად ისახავს გაართოს და თაგვების მაგალითზე ასწავლოს ბავშვებს ის, თუ როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები. ეს ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ