![27 მარტს ჟურნალ „თეატრის“ 2024 წლის 1-ელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება 1 424639139 122112473426190988 1546627959526086005 n e1710311728742](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/424639139_122112473426190988_1546627959526086005_n-e1710311728742-1024x691.jpg)
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს თეატრალური ჟურნალ „თეატრის“ 2024 წლის 1-ელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
„ჟურნალი “თეატრი” დიდი ხანია, არსებობს და ის თავს უყრის საინტერესო შემეცნებით ამბებს მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების შესახებ. მოხარული ვარ, დავაანონსო 2024 წლის პირველი ნომერი, რომელიც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ზოგადად. მადლობა თითოეულ მკითხველს, ვინც გვგულშემატკივრობს და ყოველ მომდევნო ნომერს ინტერესითა და სიხარულით ელოდება, ვცდილობთ, ყველა მათგანის მოლოდინი გავამართლოთ.“ – განაცხადა ჟურნალი „თეატრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ადამიამ.
![27 მარტს ჟურნალ „თეატრის“ 2024 წლის 1-ელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება 2 image 3](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-3-803x1024.png)
მისი თქმით, ჟურნალ „თეატრში“ თავმოყრილი ამბები მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების შესახებ ისტორიებს მოიცავს
„როგორც მუდმივად, ჟურნალში თავმოყრილი ამბები მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების შესახებ ამბებს მოიცავს. სტატიის ავტორები განიხილავენ ამა თუ იმ ავტორის, რეჟისორის, დრამატურგის, მსახიობისა თუ მხატვრის შემოქმედებას“ – ამბობს ის.
ჟურნალი ლიმიტირებული ტირაჟით გამოდის და თეატრის მოყვარულ ადამიანებს, მისი მიღება უფასოდ შეუძლიათ.
მთავარია, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ თითოეულ მკითხველს გაუმართლოს მოლოდინი და სტატიების გაცნობისას მათ რაღაც ახალს, სასიამოვნოს და საინტერესოს მიაგნონ. ამ ეტაპზე, ჟურნალი არ იყიდება, ის გამოდის ლიმიტირებული ტირაჟით და ვუზიარებთ თეატრის მოყვარულებს