![„ჟიკჟიკობა ღამე“ - მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება 1 111 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/111-1-1024x557.jpg)
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. „ჟიკჟიკობა ღამე“ ასე ქვია სპექტაკლს რომელსაც რეჟისორი ეკატერინე (კატო) შარიქაძე მაყურებელს 9 მარტს წარუდგენს.
პიესა ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზეა.
პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია, სამაჩაბლოს ერთ-ერთი, ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე წვანან. აქ, თითქმის აღარავინ დადის, აღარც სანთლებს ანთებენ, როგორც ეს უწინ ხდებოდა.
ეკატერინე შარიქაძემ სპექტაკლში მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ადამიანების ნამდვილი ამბები გამოიყენა.
შეგახსენებთ, სპექტაკლის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში
9 მარტს გაიმართება და ის მსახიობების მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს ეძღვნება