![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 1 1 copy 1707067975](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/1-copy-1707067975.webp)
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ამავე დღეს ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართა. ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესის მიხედვით, „ანე ფრანკის დღიური“ რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ განახორციელა.
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 2 image 17](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-17-768x1024.png)
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 3 image 18](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-18-1024x768.png)
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 4 image 19](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-19-768x1024.png)
სპექტაკლში ნაჩვენებია არა მხოლოდ ანეს, არამედ 2 წლის განმავლობაში, სხვენში, 4 კედელში გამოკეტილი ადამიანების ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო აზოგადებს იმ სურათს, თუ როგორი იყო ყვითელი ვარსკვლავით მონიშნული ებრაელთა მუდმივად შიშში ცხოვრება და ყოველ წამს სიკვდილის მოლოდინი.
მონაწილეობენ: ანა ჯავახიშვილი, ნინუცა ნაჩხატაშვილი, ოთო ჩიქობავა, ანანო გულედანი, გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე, მამუკა მაზავრიშვილი, ჯორჯი დვალიშვილი, ლუკა ფესვიანიძე, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე და თამარ ბეჟუაშვილი.
როგორი იყო სპექტაკლზე მუშაობის პროცესი ინტერვიუ მსახიობებთან
ანა ჯავახიშვილი (ანე ფრანკის როლში)
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 5 image 14](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-14-768x1024.png)
როლზე მუშაობა ძალიან საპასუხიმგებლო იყო, ყველაზე მეტად დროის ფაქტორზე ვნერვიულობდი რადგან სულ 20 დღე მქონდა, მაგრამ მსახიობებთან და რეჟისორთან ერთად მგონი ყველაფერს დროულად და კარგად გავართვით თავი . ამ შემოქმედებით ჯგუფთან ერთ სცენაზე ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო..
გვანცა კანდელაკი ( ანე ფრანკის დედის როლში)
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 6 Screenshot 2024 02 12 at 11.55.59](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/Screenshot-2024-02-12-at-11.55.59.png)
როლი უდავოდ საინტერესოა. ეს ისტორია რეალურია და რთული წარმოსადგენია ამ ადამიანების განცდები და ყოფა. თემაც მძიმეა და შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ რეალურად ასეთი ტრაგედიები დღესაც ხდება.
დღესაც მიდის ომები, იგივე ისრაელში, უკრაინაში და ადამიანებს დღესაც უწევთ იგივე შიშის განცდა. უამრავ დოკუმენტურ მასალას გავეცანით რეპეტიციებს დროს და ყოველ ჯერზე რთულ ემოციას კიდევ უფრო რთული ემოცია ემატებოდა.
რა თქმა უნდა არაა მარტივი ამ ყველაფრის მაყურებლამდე მიტანა თვითონ თუ არ განიცადე. გვინდოდა არა მხოლოდ ანას განცდების ჩვენება, არამედ ყველა იმ ადამიანის რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა ამ თავშესაფარში და ასევე ადამიანების, რომლებიც გარედან ეხმარებოდა მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად.
ვფიქრობ შევძელით ამ ამბის მთავარი სათქმელის მიტანა მაყურებლამდე. ადამიანები ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი უნდა ინარჩუნებდნენ იმედს და რწმენას, რომ სიკეთეს უფრო დიდი ადგილი უკავია ადამიანის გულში ვიდრე ბოროტებას. რომ ადამიანები უფრო კარგები არიან ვიდრე გვგონია.
ჯორჯი დვალიშვილი ( პიტერ ვანდაანის როლში)
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 7 image 15](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-15-768x1024.png)
მიუხედავ იმისა რომ სპექტაკლის სიუჟეტი წინა საუკუნის კონკრეტულ პერიოდს აღწერს ვფიქრობ რომ ეს თემა დღესაც აქტუალურია. ჩვენს თანამედროვეობაშიც გვხვდება ადამიანებზე ძალადობა, სისასტიკე და უსამართლო დევნა. ვფიქრობ ჩენი სპექტაკლით კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას , რომ უარი უნდა ვთქვათ ადამიანების მიმართ ძალადობაზე.
“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 8 image 16](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/image-16.png)
მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ | სტატიაში გამოყენებულია ნინი შარვაძის ფოტოები
![“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი 9 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/1-1-1024x232.jpg)